თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება

საქართველო, თბილისი - 16:00 | 21.10.2016
ნანახია: 1782

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 22 ოქტომბერს, 21:00 საათზე გაიმართება დიზაინერ მარიამ გვასალიას წარმოდგენა საწარმოში „ჯეო-ემ-ტექსი“ (ნინუას ქ.3). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საწარმო, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, თავად ტანსაცმლის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიაა, რომელიც როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმლის  საწარმოო ხაზს აერთიანებს და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისათვის ყველა რესურსს ფლობს. ამასთანავე კომპანია უკვე თანამშრომლობს წამყვან ევროპულ კომპანიებთან, მათ შორის „მონკლერთან და 100%-ით ორიენტირებულია ექსპორტზე.

კვირეული ბოლო დღეს, 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, განახლებულ აღმაშენებელზე, ახალ ტფილისში დიდი ჩვენება გაიმართება, რომელიც კვირეულში მონაწილე ყველა დიზაინერს გააერთიანებს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და იგი თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

კვირეულის ოფიციალური დახურვა წარმდგენი დეველოპერული კომპანია m2-ის პირველ პრემიალურ პროექტ „სკაილაინ რეზიდენს“-ში გაიმართება, სადაც დიდი წვეულება და ახალი ბრენდის M.A.I.A მოდური პრეზენტაცია მოეწყობა. ღონისძიებაზე დაპატიჟებულ სტუმრებს გაუმასპინძლდებიან შამპანიურით LUCIANO.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ესწრებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE ITALIA, BRITISH VOGUE, Vogue Russia, ELLE Russia, Barneys NEW YORK, Fabulous Muses Blog, Harper’s BAZAAR Kazakhstan, British GQ, END magazine, ACHTUNG MODE, Lufthansa Magazine, Planet Fashion, Nargis Azerbaijan, Fashion To Max, Vogue Japan, www.le21eme.com.თბილისს ასევე ესტუმრა ცნობილი სტილისტი/ბლოგერი Oksana On, რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს „კინემატოგრაფის და ხელოვნების გავლენა მოდაზე“. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ასევე გამართა თბილისის ტური, რომელზეც სტუმრები გაეცნენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს მასპინძლობს (ე.წ. Buyers): Saks Fifth Avenue - Almaty, Portrait Store, PODIUM MARKET, KUZNETSKY MOST, Al Duca d’Aosta VENECIA - ისინი ეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის შოურუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ.

კვირეულის რიგით მე-14 სეზონი 19 ოქტომბერს გაიხსნა თბილისის საკრებულოს დარბაზში, სადაც თბილისის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით, გაიმართა ნინო რამიშვილის არა სასცენო კოსტიუმების გამოფენა და პერფორმანსი „სუხიშვილების“ მონაწილეობით. იმავე საღამოს მოწვეული სტუმრები CHUBIKA-ს  Secret Garden-ში გადაინაცვლეს, სადაც დიზაინერმა თავის შემოქმედება პერფორმანსის და ინსტალაციების სახით წარადგინა.

20-23 ოქტომბერს, სასტუმრო ROOMS TBILISI აერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენება იმართება: LTFR & GIPSY SAMURAI, ანი დათუკიშვილი, ETHERE ACCESOIRE, თამთა შინდელიშვილი, სალომე ტყაბლაძე, თამუნა ბერაძე, ლაშა ჯოხაძე, ნინი ჭელიძე, ANASTASIA, Kate’s Cool, გიორგი ტატანაშვილი და TAMANINI. კვირეულს ასევე ესტუმრა ცნობილი უკრაინელი დიზაინერი Lara Quint, რომელმაც თავისი ახალი კოლექცია წარუდგინა ქართველ მაყურებელს.

18 ოქტომბერს, კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნა კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციებია წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიებაზე კოლექციებს სამოდელო სტუდია და სააგენტო „ჯეომოდელსის“ გოგოები წარმოადგინეს. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება და იგი 30 ოქტომბრამდე გასტანს.

2016 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის  MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით ქმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე კვლავ ზრუნავს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”,რომელიც კვირეულის ერთგული პარტნიორია და რომლის სპეციალისტებიც ახლახან დაბრუნდნენ პარიზის მოდის კვირეულიდან, სადაც რამდენიმე ჩვენებაზე იმუშავეს.

დაარსებიდან, თბილისის მოდის კვირეულის მიზანი იყო ქართული მოდის სფეროს ხელშეწყობა, მისი განვითარება, ახალი სახელების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია. 13 სეზონის მანძილზე თბილისის მოდის კვირეულმა შეძლო ამ მიზნის მიღწევა: ქართული მოდის სფერო მნიშვნელოვნად გააფართოვა, აქცია ბიზნესად და წარადგინა იგი სხვადასხვა ქვეყნის ათობით საერთაშორისო გამოცემაში, რამაც როგორც მოდის სფეროს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაზარდა. კვირეული ჩამოყალიბდა სივრცედ, რომელმაც წარმოშვა ახალი, თამამი და ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ახლა წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ. საქართველომ შეძლო საკუთარი თავის დამკვირდება მოდის მსოფლიო არენაზე და მნიშვნელოვანია, რომ ამაში არც თუ მცირე წვლილი მიუძღვის სწორედ თბილისის მოდის კვირეულს. თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით პროექტი ქართული მოდის სფეროში ახალ ეტაპს იწყებს. ყველა ნიჭიერ ახალბედას, ჯერ კიდევ უცნობ თუ ნაწილობრივ ცნობილ დიზაინერს, შეეძლება მასზე სრული ჩვენების გაკეთება, საკუთარი თავისა და პოტენციალის წარმოჩენა. კვირეული მათ ფართო აუდიტორიას და სფეროს პროფესიონალებს გააცნობს. სამუშაო პროცესში მოხდება მონაწილეთა მკაცრი შერჩევა, მათი კოლექციების დახვეწა და განვითარება.

ღონისძიების წარმდგენი – დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“

გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL

ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო ROOMS HOTEL TBILISI

მხარდამჭერები:  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ოფიციალური კოსმეტიკა - MAC

პარტნიორი: სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”

ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Kate’s Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები,  iStudio,  Luciano,  Brotmeister.

საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „არტარეა TV”, “ალმა-ALMA”

გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”.

დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“, თბილისში ექსკლუზიურ ადგილას დაიდებს ბინას -  სოლოლაკი, მთაწმინდის პარკის გზის მიმდებარედ, მ. მაყაშვილის ქუჩის ჩიხი N3. 19-ბინიანი კომპლექსის მთავარი უპირატესობები ყველა ბინის აივნიდან ძველ თბილისზე და მთაწმინდაზე გაშლილი უნიკალური ხედები და გამწვენებული გარემოა. კომპლექსში ყველაფერია გამორჩეული ადამიანების ჰარმონიული ცხოვრებისათვის: საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, გამწვანებული შიდა ეზო და კონსიერჟის მომსახურება

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე