მექსიკაში კეთილი კლოუნების აქცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 18:40 | 21.10.2016
ნანახია: 1298

„ჩვენ კლოუნები ვართ და არა მკვლელები!“ - აქცია ამ სახელწოდებით მეხიკოს ცენტრში პროფესიონალმა მასხარებმა გამართეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კლოუნების ფორმებში გამოწყობილმა ბოროტმოქმედებმა მექსიკაში რამდენიმე ადამიანი გაძარცვეს. ბოროტი კლოუნების გახშირებულმა თავდასხმებმა ადგილობრივები მასხარების მიმართ ნეგატიურად განაწყო.

„ამ აქციით იმის თქვა გვინდა, რომ ჩვენ კლოუნები კარგი ადამიანები ვართ და ჩვენს საქმეს პროფესიონალურად ვაკეთებთ. ჩვენ მკვლელები არ ვართ,“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე