საქართველოს აეროპორტებს მგზავრთნაკადი 23%-ით გაეზარდა

საქართველო, თბილისი - 13:26 | 21.10.2016
ნანახია: 1235

საქართველოს აეროპორტებს მგზავრთნაკადი გაეზრდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, სულ 2 მლნ 181 ათას 684 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით ზრდა 23%-ია. 

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, მგზავრთნაკადმა 1 მლნ 769 ათას 485 მგზავრი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით ზრდის მაჩვენებელი 103%-ს აღწევს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე