„პერსონა 2016“-ის სპეციალური სტუმარი რუსი მომღერალი Сергей Рогожин იქნება

საქართველო, თბილისი - 13:04 | 20.10.2016
ნანახია: 2103

„პერსონა 2016“-ის ფინალამდე, რესტორანი „FLOOR“ წარმატებული მამაკაცების ნომინანტებს მასპინძლობს. საღამოზე ორგანიზატორები ნომინანტებს გამოაცხადებენ, რომლებიც ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდნენ.

შეხვედრას დაესწრებიან პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მომღერლები მსახიობები და ჟურნალისტები. სპეციალურად ამ დღეს, „პერსონა 2016“-ის სტუმარი ცნობილი რუსი მომღერალი Сергей Рогожин იქნება, რომელიც ტურისტული კომპანიის „ინტერლაინის“ დამფუძნებლის ზაზა წურწუმიას მოწვევით ჩამოდის.

როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ ცერემონიის ორგანიზატორებმა განუცხადეს, Сергей Рогожин სპეციალურად ამ საღამოზე რამდენიმე სიმღერას შეასრულებს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე