საუდის არაბეთის წამყვანი ავიაკომპანიები ქვეყნის ავიაბაზრით დაინტერესდნენ

საქართველო, თბილისი - 14:54 | 19.10.2016
ნანახია: 1215

დღეს, TAV Holding-ის ორგანიზებით,  თბილისის საერთასორისო აეროპორტში, TAV-ის მმართველობაში არსებულ მედინას აეროპორტში ოპერირებად ავიაკომპანიების  გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

TAV Georgia-მ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მედინას აეროპორტის წამყვანი ავიაკომპანიიები  ქვეყნის ავიაბაზრითაც დაინტერესდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დისკუსიის დროს კი მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.

3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ავიაკომპანიის წარმომადგენლები ტავ ჯორჯიას ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან და ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნობიან.

TAV Holding-ი ფრანგულ კომპანია ADP-ისთან ერთად მსოფლიოს 4 კონტინენტზე,  37 აეროპორტში ოპერირებს, მათ შორის  საუდის არაბეთის, მედინას აეროპორტში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე