ბიონსეს კონცერტის მსვლელობისას ყურიდან სისხლდენა დაეწყო

საქართველო, თბილისი - 12:20 | 17.10.2016
ნანახია: 1745

ამერიკელ მომღერალს ბიონსეს ნიუ-იორკში კონცერტზე გამოსვლისას ყურიდან სისხლდენა დაეწყო. მომღერალმა ეს მაშინ შენიშნა, როდესაც სიმღერას Haunted-ს ასრულებდა. ბიონსეს მომხდარისთვის ყურადღება არ მიუქცევია და სიმღერა განაგრძო. კადრების ამსახველი ვიდეო Twitter-ში გავრცელდა. მაყურებლები  მომღერლის გამძლეობით აღტაცებულნი დარჩნენ. ”მღერის მაშინაც, როდესაც ყურიდან სისხლი მოსდის, დედოფალი”, -წერს Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ბიონსეს კონცერტი TIDAL X:1015-ის საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში გაიმართა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ნიკი მინაჟი, ლორინ ჰილი, კომონი და სხვა შემსრულებლები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე