ოკუპირებულ აფხაზეთში უცნობმა პირმა თავი აიფეთქა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 17.10.2016
ნანახია: 2013

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა თავი აიფეთქა. ამის შესახებ აფხაზურ მედიას ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ განუცხადა.

კობახიას განცხადებით უცნობს ბომბი ჰქონდა და სავარაუდოდ მარტო არ მოქმედებდა. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით ე.წ. ძალოვანმა სტრუქტურებმა მუშაობა დაიწყეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე