მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის ტაისონ გეის ქალიშვილი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:39 | 17.10.2016
ნანახია: 1468

სროლის შედეგად ამერიკელი სპრინტერისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის ტაისონ გეის ქალიშვილი დაიღუპა. შემთხვევა კენტუკის შტატის ქალაქ ლექსინგტონში მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, 15 წლის ტრინიტი გეი რესტორნის ავტოსადგომზე იმყოფებოდა, როდესაც ორი მანქანიდან ერთმანეთის მიმართულებით ისროლეს.

დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე