ერაყის ხელისუფლებამ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან მოსულის გასათავისუფლებლად სამხედრო ოპერაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:25 | 17.10.2016
ნანახია: 1338

ერაყის ხელისუფლებამ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან მოსულის გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ჰაიდერ აბადის განცხადებით, ქვეყნის მეორე ქალაქს ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან უშუალოდ ერაყის არმია და ადგილობრივი პოლიციის რაზმები გაათავისუფლებენ. პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობას გამათავისუფლებელ ძალებთან თანმშრომლობისკენ მოუწოდა.

მოსულს დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფო” 2014 წლის ივნისიდან აკონტროლებს.

ოპერაცია ქალაქის გასათავისუფლებლად რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. მოსულში მცხოვრებთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა მებრძოლების მიერ ქალაქის დაკავებამდე მოსახლეობის რაოდენობა 2 მილიონზე მეტს შეადგენდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე