25 მოკლული მსჯავრდებული -სასტიკი ანგარიშსწორება ბრაზილიის ციხეში

საქართველო, თბილისი - 11:05 | 17.10.2016
ნანახია: 1489

სულ მცირე 25 მსჯავრდებული დაიღუპა ბრაზილიის ციხეში ორი დაჯგუფების შეტაკებისას.

პოლიციის ცნობით, მათგან შვიდ ადამიანს თავი მოკვეთეს, ექვსი კი ცოცხლად დაწვეს.

ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ ბოა-ვისტაში მოხდა. პატიმრების ერთი ჯგუფი ციხის სხვა სექციაში შეიჭრა.

არეულობის დროს პატიმრებმა მსჯავრდებულებთან მოსანახულებლად მისული  100-მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს. მოგვიანებით ყველა მძევალი გათავისუფლდა.

თვითმხილველთა თქმით, ამბოხებული პატიმრები შეიარაღებული იყვნენ დანებითა და ხის ჯოხებით.

740 ადამიანზე გათვლილ ციხეში სასჯელს 1400 მსჯავრდებული იხდიდა. ბრაზილია პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იმყოფება. ქვეყნის საპატიმროებში დაახლოებით 600 ათასი პატიმარი იმყოფება. ციხეების უმეტესობას დანაშაულებრივი დაჯგუფებები აკონტროლებენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე