ჩრდილოეთ კაროლინაში რესპუბლიკური პარტიის ოფისს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 10:34 | 17.10.2016
ნანახია: 1460

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონმა რესპუბლიკური პარტიის ოფისზე თავდასხმას ”შემაძრწუნებელი და მიუღებელი” უწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ჩრდილოეთ კაროლინას თავს დაესხნენ რესპუბლიკური პარტიის ოფისს. ჩაამსხვრიეს მინები და შენობას მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. ხანძარმა შენობა სერიოზულად დააზიანა.

ამის გარდა თავდამსხმელებმა ოფისის კედლებზე შემდეგი წარწერა დაწერეს: ”ნაცისტო-რესპუბლიკელებო, გაეთრიეთ ქალაქიდან, თორემ უარესი მოხდება” და იქვე სვასტიკები მიახატეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა თავდამსხმელებს ცხოველები უწოდა, რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინაში ჰოლარი კლინტონსა და დემოკრატებს წარმოადგენენ. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე