ბრიტანეთი და აშშ ასადისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 10:13 | 17.10.2016
ნანახია: 1392

დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა რუსეთს  სირიაში ომის შეწყვეტაში დახმარებისკენ მოუწოდეს. მათ ამასთან არ გამორიცხეს ახალი სანქციები ბაშარ ასადისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან საუბრისას აღნიშნა, რომ ასადისა და რუსეთის შანსები ალეპოს გასათავისუფლებლად და სირიის ომში გამარჯვების მისაღწევად საეჭვოა.

ბრიტანეთმა რუსეთსა და ირანს სირიაში სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

დასავლეთი და ზოგიერთი არაბული ქვეყანა, მიიჩნევს, რომ რუსეთის ოპერაციის ნამდვილ მიზანს სამოქალაქო ომში  ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა წარმოადგენს.

მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ სირიაში მხოლოდ ტერორისტულ დაჯგუფებებს ებრძვის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე