ბოლო მონაცემებით ქარიშხალ მეთიუს 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:33 | 14.10.2016
ნანახია: 1501

შეერთებულ შტატებში ქარიშხალ მეთიუს შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 42 ადამიანი ემსხვერპლა.

მეთიუმ განსაკუთრებით  ჩრდილოეთ კაროლონის შტატი დააზარალა, სადაც ძლიერ ქარს წყალდიდობაც მოჰყვა. დატბორილია  მთავარი მაგისტრალები და საცხოვრებელი  სახლები, დაზიანებულია ელექტროგადამცემის ხაზები, რის გამოს მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ქარიშხალი მეთიუ კარიბის ზღვის აუზში ბოლო 10 წლის განმავლობაში  ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა.  ქარიშხლის სიჩქარე საათში 230 კილომეტრს აღემატებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე