”ბოკო ჰარამის” მიერ გატაცებული 21 გოგონა გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 16:01 | 13.10.2016
ნანახია: 1484

ნიგერიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ორი წლის წინ ”ბოკო ჰარამის” მიერ  გატაცებული 21 გოგონას გათავისუფლების ფატქი დაადასტურა. ამის შესახებ ”როიტერი” წერს.  

როგორც ადმინისტრაციის საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, გოგონების გათავისუფლება ”ბოკო ჰარამთან” მოლაპარაკების შედეგად მოხდა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ”წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტიდან შვეიცარიის მთავრობა. ასევე აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებები გატაცებული მოსწავლეების გათავისუფლების შესახებ ისევ გრძელდება.

2014 წლის აპრილში რადიკალური ისლამური დაჯგუფება ”ბოკო ჰარამის” მებრძოლებმა სკოლის 270-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს. შემთხვევა ნიგერიის ბორნოს შტატში მოხდა.

დაჯგუფების მეთაური მოითხოვდა გოგონები  დაპატიმრებულ მებრძოლებზე გაეცვალათ.მაგრამ მთვარობა ამის წინააღმდეგი იყო. ამ დრომდე 276 გატაცებულიდან 57 გოგონა იყო გათავისუფლებული. 219 მოსწავლე ბოლო დრომდე დაკარგულად იყო მიჩნეული.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე