რუსეთი და ირანი სირიაში თავიანთი ქმედებების კოორდინირებას ახდენენ

საქართველო, თბილისი - 12:50 | 22.09.2015
ნანახია: 2102

რუსეთმა და ირანმა თავიანთი ქმედებების კოორდინაცია გააძლიერეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის პოზიციების შესანარჩუნებლად. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი აშშ-ში მთავრობის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც გამოცემა იუწყება, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსმა და ირანელმა მაღალჩინოსნებმა მოსკოვში უმაღლესი დონის მოლაპარაკებები გამართეს, რომელზეც სირიაში სამთავრობო პოზიციების დაცვის ვარიანტებსა და იქ რუსი სამხედროების განთავსების საკითხებზე იმსჯელეს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის „კოდსის“ სარდალი ქასიმ სულეიმანი მოსკოვში „საიდუმლო მიზნებით იმყოფებოდა.

გამოცემის აზრით, მოსკოვისა და თეირანის ერთობლივი და შეთანხმებული ქმედებები რეგიონში დაბრკოლებას უქმნის აშშ-ის დიპლომატიური მიზნების რეალიზიაციას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე