დამასკოში რუსეთის საელჩოს ნაღმტყორცნებიდან ესროლეს

საქართველო, თბილისი - 14:47 | 13.10.2016
ნანახია: 1433

სირიის დედაქალაქის დამასკოს რაიონს, სადაც რუსეთის საელჩოა განთავსებული, ნაღმტყორცნებიდან ესროლეს. რუსეთის შსს-სში განაცხადეს, რომ დაშავებულები არ არიან.

ცეცხლი ჯობარის რაიონიდან გახსნეს, რომელსაც ექტრემისტები აკონტროლებენ.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ერთი ჭურვი საელჩოს გვერდით მდებარე სკოლის სახურავსაც დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით,  ბომბი არ აფეთქდა.

რუსეთის საელჩო დამასკოში ტერორისტების იერიშის ობიექტი პირველად არ  გამხდარა. 3 ოქტომბერს დიპლომატიური მისიის შენობას სამი ჭურვი ესროლს, ერთ-ერთი მათგანი დიპლომატების საცხოვრებელ კომპლექსთან აფეთქდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია რც მაშინ გავრცელებულა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე