დონალდ ტრამპი 10 წლის გოგონას შეხვედრების დაწყებას პირდება - CBS-ი ვიდეოს ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 14:28 | 13.10.2016
ნანახია: 1660

ამერიკულმა ტელეარხმა CBS-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი 10 წლის გოგონას ჰპირდება, რომ 10 წლის შემდეგ, როდესაც ის დიდი გოგო გახდება, მასთან შეხვედრებს დაიწყებს. ჩანაწერი 1992 წელს გადაცემა  Entertainment Tonight-ის საშობაო საღამოზეა  გაკეთებული.

პროგრამის სიუჟეტის მიხედვით ტრამპი, რომელიც მაშინ 46 წლის იყო, მოსწავლეებს ხვდება და ერთ-ერთ მათგანთან საუბრისას ამბობს, რომ გოგონას 10 წლის შემდეგ შეხვდება”. ”10 წლის შემდეგ მასთან შეხვედრებს დავიწყებ. შეგიძლიათ ამის წარმოდგენა?”- ამბობს ტრამპი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი მასზე ბევრად უმცროსი ასაკის გოგონების მიმართ ინტერესს იჩენს. CBS-ი ასევე იხსენებს 2006 წელს მომხდარ ამბავს, როდესაც ტრამპმა თავისი ქალიშვილს ივანკას მისამართით საეჭვო კომპლიმენტი თქვა. ”ივანკა ჩემი ქალიშვილი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა მასთან შეხვედრებზე მევლო”.

შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს  გაზეთი New York Times-ი ორი ამერიკელი ქალის შესახებ წერდა, რომლებიც ტრამპს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშულებდნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე