დიმიტრი ქუმსიშვილი: გუდაური ზამთრის სეზონს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით შეხვდება

საქართველო, თბილისი - 19:36 | 12.10.2016
ნანახია: 1105

პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის დასრულების შემდეგაც კურორტს, თავის ისტორიაში პირველად, წყლის საკმარისი დებეტი ექნება. დიმიტრი ქუმსიშვილს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა გიორგი კობერიძემ.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით  გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველ ფაზას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

სამუშაოების განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსია გამოყოფილი. პროექტი 2016 წლის ნოემბერში დასრულდება.

დაბა გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე  სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად მოწესრიგდება გუდაურის წყალმომარაგების ქსელის ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები და 7 000 - ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე