სამხედო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:38 | 11.10.2016
ნანახია: 1794

ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა მექსიკაში სამხედო ვერტმფრენის ჩამოვარდნისას.

Diario de Mexico-ს ინფორმაციით, ინციდენტი მექსიკის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. კატასტროფის ადგილზე მივიდნენ თავდაცვის სამინისტროს, ფედერალური პოლიციისა და სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფებები.

ბოლო მონაცემებით, ინციდენტის შედეგად ვერტმფრენის პილოტი და ბორტზე მყოფი ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპნენ. დაშავებული მეორე პილოტი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მომხდარის მიზეზები უცნობია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე