ავარიის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები დაიღუპნენ - უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე

საქართველო, თბილისი - 11:46 | 11.10.2016
ნანახია: 2736

უბედური შემთხვევა მოხდა თუშეთის გზაზე - ე.წ. ,,თორღვას აბანოების“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები.

მოხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე