ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულებულია

საქართველო, თბილისი - 11:22 | 11.10.2016
ნანახია: 1263

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ თბილისში შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დაასრულა.

4 კმ-მდე სიგრძის გზაზე განახლდა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო ახალი სათვალთვალო და წყალამიმღები ჭები, დამაგრდა ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდა ტროტუარები;მოეწყო საგზაო სამოსი, შესაბამისი საფუძვლით, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდა ეზოებთან მისასვლელები.

პროექტი თბილისის მერიის დაკვეთით განხორციელდა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტმა 2 მლნ 771 ათასი ლარი გამოჰყო.

სამუშაოებზე 60 ადამიანი დასაქმდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე