გერმანიაში დაკავებული სირიელი ლტოლვილი ბერლინის ერთ-ერთ აეროპორტზე თავდასხმას აპირებდა

საქართველო, თბილისი - 10:39 | 11.10.2016
ნანახია: 1387

გერმანიაში დაკავებული სირიელი ლტოლვილი ბერლინის ერთ-ერთ აეროპორტში ტერაქტის განხორციელებას აპირებდა. ამის შესახებ მედიას გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა განუცხადა.

სადაზვერვო სამსახური ფლობდა ინფორმაციას ”ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან გერმანიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურებზე დაგეგმილი თავდასხმების შესახებ.

სპეცსამსხურებმა საქსონიაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინეს და მასზე 24-საათიანი თვალთვალი დააწესეს.

ეჭვმიტანილი 22 წლის ჯაბერ ალ-ბაქრი აღმოჩნდა, რომელიც გერმანიაში მიგრანტების ნაკადთან ერთად თებერვალში მოხვდა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე