ფრანსუა ოლანდი: რუსეთმა სირიისთვის პასუხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უნდა აგოს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 11.10.2016
ნანახია: 1302

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი  არ გამორიცხავს, რომ რუსეთს ბრალი წაუყენონ სამხედრო დანაშაულებებში სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვისთვის.  

საფრანგეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლანდმა განაცხადა, რომ საქმე შესაძლოა განსახილველად  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს.

”ადამიანები სამხედრო დანაშაულებების მსხვერპლნი ხდებიან. ისინი, ვინც ეს დანაშაულებები ჩაიდინა, თავიანთი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგონ, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც”, - აღნიშნა ოლანდმა ტელეარხ TMC-სთან ინტერვიუში.

ოლანდმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან 19 ოქტომბერს დანიშნული  შეხვედრა შესაძლოა, აღარ გამართოს.

”თუ კი მე მაინც მივიღებ მას (პუტინს), ვეტყვი, რომ ეს დაუშვებელია. ამან შესაძლოა, კიდევ უფრო სერიოზულად დააზარალოს რუსეთის იმიჯი”, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე