შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 11.10.2016
ნანახია: 2141

შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 384-მა ახალწვეულმა თბილისში, გორსა და ქუთაისში სამხედრო ფიცი დადო.
ფიცის დადების ცერემონიალს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ივანე ზურაბაშვილი, დეპარტამენტის თანამშრომლები და ახალწვეულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან. ისინი სამხედრო საქმეს შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე