თბილისში, „ქართულმა ოცნებამ“ ოთხ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 14:14 | 10.10.2016
ნანახია: 1358

თბილისის 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქში ოთხი ოლქის მოგება მოახერხა. ვაკის მე-3 ოლქში ზაზა ხუციშვილმა (50,41%), საბურთალოს მე-3 და მე-4 ოქლებში მამუკა მდინარაძემ(51,7) ნინო გოგუაძემ (51,43) და ჩუღურეთის მე-14 ოლქში გია ვოლსკიმ (57,23) გაიმარჯვეს. 

18 მაჟორიტარულ ოლქში კი განმეორებითი არჩევნები იქნება.

მეორე ტური ჩატარდება მთაწმინდის 1-ელ, ვაკის მე-2, საბურთალოს მე-6, კრწანისის მე-7, ისნის მე-8, მე-9 და მე-10 ოქლებში, სამგორის მე-11, მე-12 და მე-13 მაჟორიტარულ ოლქებში; დიდუბის მე-15 და მე-16 ოქლებში, ნაძალადევის მე-17, მე-18 და მე-19, ასევე გლდანის მე-20, 21-ე და 22- ე მაჟორიტარულ ოლქებში.

მოსახლეობას არჩევანის გაკეთება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატებს შორის მოუწევთ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე