ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ახალარჩეულ პარლამენტთან და მთავრობასთან - ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი

საქართველო, თბილისი - 11:51 | 10.10.2016
ნანახია: 1292

ევრკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგრინი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებთა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო საარჩევნო მისიის წინასწარი დასკვნების თანახმად, არჩევნბი იყო კონკურენტული, კარგად ადმინისტრირებული, ხოლო ფუნდამენტური თავისუფლებები  ძირითადად იყო დაცული. 

საარჩევნო დღემ ძირითადად წესრიგის დაცვით ჩაიარა, თუმცა დღის განმავლობაში დაძაბულობა გაიზარდა და საარჩვენო უბნებთან,  უბნებზე ძალადობრივი შეხლა-შემოლის რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ამის მიუხედავად, ხმის მიცემის პროცესი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე პოზიტიურად შეფასდა. ყველა დარჩენილი ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების საფუძველზე. ევროკავშირი ყურადღებით კვირდებოდა პროცესს, მათ შორის ხმების ოფიციალური დათვლის წინასწარ შედეგებს.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სტაბილურ, დემოკრატიული და განვითარებულ მომავალს. როგორც კი საარჩვენო პროცესი დასრულდება, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ახალარჩეულ პარლამენტთან და მთავრობასთან, რათა გავაღრმავოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთახმების ერთობლივი ვალდებულებების საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ ახალ პარლამენტში არჩეულმა ყველა წარმომადგენელმა იმუშაოს ერთად საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით”, - ნათქვამია ფედერიკა მოგერინისა და იოჰანეს ჰანის განცხადებაში.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე