მარნეულში ნიღბიანი სპეცრაზმელები გამოჩდნენ - ადგილზე ვითარება უკიდურესად მძიმეა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 19:00 | 08.10.2016
ნანახია: 1384

არნეულში ნიღბიანი სპეცრაზმელები გამოჩდნენ. სპეციალური დანიშნულების რაზმი ცდილობს ნომერ 48-ე საარჩევნო უბანთან ვითარების განმუხტვას. 

ადგილზე კვლავ რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც საარჩევნო პროესის მიმდინარეობას აპროტესტებენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ამ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დარღვეულია და არჩევნები გაყალბდა. 

შენობიდან სპეციალური დანიშნულების რაზმს კომისიის წევრები და დამკვირვებლები გაჰყავთ.

ამ დროისთვის დაკავებული არცერთი მოქალაქე არ არის.

ცოტა ხნის წინ, 48-ე საარჩევნო უბანზე ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის მოხდა დაპირისპირება. საარჩევნო უბანი ქვების სროლით დაარბიეს, დაშავდნენ მოქალაქეები და პოლიციელები. 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე