სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 17:24 | 06.10.2016
ნანახია: 1165

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გასული საუკუნის 70 -იან წლებშია აშენებული და 20 წელია აღარ ფუნქციონირებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

რეაბილიტაციის ფარგლებში,  მოპირკეთდა იატაკი, გაკეთდა კარ-ფანჯარა, გამოიცვალა შენობის სახურავი. მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი. ამჟამად მიმდინარეობს  გათბობისა და ვენტილაციის სისტემის მონტაჟი და სველი წერტილების მოპირკეთება. გარდა შენობის რეაბილიტაციისა, პროექტი ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 033 481.49 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები  2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2016 წლის  ბოლოს დასრულდება.  სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე