ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 06.10.2016
ნანახია: 1417

ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა.

1 100-მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია, შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები. 

ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რის შესახებაც განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 16 აგვისტოს გააკეთა.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა. საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის მიმართულების, უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

წლის ბოლოს დასრულდება ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებას და რამდენჯერმე გაზრდის ამ მიმართულების მიმზიდველობას ტურისტებისთვის.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე