თამარაშვილის ქუჩაზე ხეივნის კეთილმოწყობა დასრულებულია

საქართველო, თბილისი - 13:00 | 06.10.2016
ნანახია: 1376

თამარაშვილის ქუჩის გზის გამყოფი კილომეტრნახევრიანი ხეივანი სრულად კეთილმოეწყო. დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერიდავით ნარმანია მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან ერთად გაეცნო. განახლებულ ხეივანში მერთან ერთად იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.

დავით ნარმანიას განცხადებით, 50 წელზე მეტია ხეივანი არ განახლებულა და ჩატარებული სამუშაოების შედეგად,ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ ერთი კომფორტული და მოსასვენებელი მწვანე სივრცე მოეწყო.

„ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ხეივანი ვაჩუქეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ აქ საკმაოდმასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, როგორც გამწვანების თვალსაზრისით და დამატებითი მცენარეების შემოტანის, ასევე, ბალახის საფარის დაგების კუთხით.  ხეივანში იქნებაუფასო ინტერნეტი, დაირგო ყვავილები და ამით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, “- განაცხადა დავით ნარმანიამ.

1961 წელს გაშენებულ  ხეივანს, წელს, პირველად ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და  დედაქალაქს კიდევ ერთი კომფორტულიდასასვენებელი ადგილი შეემატა. რეკონსტრუქციის ფარგლებში,მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სარწყავი სისტემა, დაიგო ქვაფენილი, შეიცვალა ბორდიურები, დამონტაჟდა განათების 108 ბოძი და ლამპიონი, დაიდგასკამები და ურნები, დაიგო 10 000 კვ.მ მწვანე გაზონი. ხეივნის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და დეკორატიული ბუჩქებით გამწვანდა. დაირგო სამი სახეობის ტუიას, ოლეანდრას და ფორციზიას ბუჩქოვანი მცენარეები, მოეწყო საყვავილე თარგები.

კომპანია „სილქნეტი“ ხეივნის სტუმრებისთვის უფასო ინტერნეტს უზრუნველყოფს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე