ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ

საქართველო, თბილისი - 14:58 | 04.10.2016
ნანახია: 1632

2016 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში გახდნენ ბრიტანელები დევიდ ტაულესი, მაიკლ კოსტერლიტცი და დანკან ჰელდანი. ამის შესახებ ნობელის კომიტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც კომიტეტის წევრები აღნიშნავენ,  მეცნიერებმა დიდი წვლილი შეიტანეს ფაზის გადასვლის ტოპოლოგიური თეორიის აღმოჩენაში.

მეცნიერები ფულად პრემიას 8 მლნ შვედურ კრონს (დაახლოებით 930 ათასი დოლარი) თანაბრად გაიყოფენ.

როგორც ცნობილია, გუშინ ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი 71 წლის იაპონელი მეცნიერი იოსინორი ოსუმი გახდა.

ლიტერატურის დარგში გამარჯვებული 13 ოქტომბერს გამოვლინდება. მანამდე კი - 7 ოქტომბერს მსოფლიო საზოგადოება მშვიდობის პრემიის მფლობელის ვინაობას შეიტყობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე