ანკარის განცხადებით გიულენი აშშ-დან გაქცევას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 14:41 | 04.10.2016
ნანახია: 1431

ოპოზიციონერი სასულიერო მოღვაწე ფეთჰულაჰ გიულენი, რომელსაც ანკარა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს, შესაძლოა აშშ-დან სხვა ქვეყნაში გაიქცეს. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა.

იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა აშშ-დან გიულენის ექსტრადიცია მოხდეს, ის გაქცევის შესაძლო გზებს ეძებს. ჩვენ გვაქვს დაზვრევის მონაცემები, რომლის თანახნად, FETÖ-ს (გიულენის ორგანიზაცია) წევრები ეძებენ შესაბამის ქვეყანას ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის”, - აცხადებს ბოზდაგი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად 240 ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი კი დაიჭრა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე