ბათუმის პორტის მართვას შპს "ბათუმის ნავთობ ტერმინალი" განახორციელებს

საქართველო, თბილისი - 10:10 | 20.10.2015
ნანახია: 3875

ბათუმის პორტის მართვას კომპანია შპს "ბათუმის ნავთობ ტერმინალი" განახორციელებს. როგორც „ბათუმის ნავთობტერმინალის” განცხადებაშია აღნიშნული, სს "ყაზ-ტრანს-ოილის" დირექტორთა საბჭომ კომპანია "ბათუმი- ტერმინალს ლიმიტედ-"ის ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება 2015 წლის 14-15 ოქტომბერს მიიღო, რომელიც საქართველოში სს"ყაზ-ტრანს-ოილის" აქტივების ჰოლდინგური კომპანია იყო.

„ეს გეგმიური გადაწყვეტილება მიღებულია სს "ყაზ-ტრანს-ოილის" მიერ 2008 წლიდან კომპანიის "ბათუმი ტერმინალს ლიმიტედ"-ის ჯგუფის აქტივების სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული მუშაობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სააქციო საზოგადოება "ყაზ-ტრანს-ოილსა და საქართველოში ძირითად საწარმოო აქტივებს : შპს "ბათუმის ნავთობტერმინალსა" და შპს "ბათუმის საზღვაო პორტს" შორის მართვის შუალედური დონეების შემცირებას”, აღნიშნულია „ბათუმის ნავთობტერმინალის” განცხადებაში.

შედეგად კომპანია "ბათუმი ტერმინალს ლიმიტედ"-ის ლიკვიდაციის შემდეგ, ჯგუფის მართვა განხორციელდება პირდაპირ შპს "ბათუმის ნავთობ ტერმინალის" მიერ, რომლის პარტნიორი სააქციო საზოგადოება "ყაზ-ტრანს-ოილი" გახდება.

„რესტრუქტურიზაცია მიმართულია კორპორაციული მართვის სისტემის სრულყოფის, ასევე მისი ეფექტურობის ამაღლებისა და გამჭვირვალობისკენ. კომპანია "ბათუმი ტერმინალს ლიმიტედ"-ის ლიკვიდაცია დაკავშირებული არ არის შპს "ბათუმის ნავთობტერმინალის" და მისი მმართველობის ქვეშ მყოფი შპს "ბათუმის საზღვაო პორტ"-ის სამეურნეო-საწარმოო საქმიანობასთან. ამ კომპანიების ოპერაციული საქმიანობა ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ხორციელდება”, აცხადებენ „ბათუმის ნავთობტერმინალში”.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე