ბათუმში სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება

საქართველო, თბილისი - 11:57 | 04.10.2016
ნანახია: 1955

ბათუმში, ხიმშიშვილისა და ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე, სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდება. ღონისძიებაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპორტის სასახლე ორდარბაზიანი, მულტიფუნქციური იქნება. დიდი დარბაზი 2 500, ხოლო პატარა დარბაზი 600 ადამიანზეა გათვლილი.

პროექტი "სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება. პროგრმა 2016- 2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება, მეორე ეტაპის ჩათვლით, 54 350 000 დოლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენინდუსტრი“ გაუძღვება.

სამი სპორტული ობიექტის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე