პაკისტანში აფეთქებას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:05 | 20.10.2015
ნანახია: 1945

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტაში ავტობუსში მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით დაჭრილია 22 ადამიანი.

როგორც პოლიციაში აღნიშნავენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო ავტობუსის სახურავზე.

თვითმხილველთა თქმით, ავტობუსს ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში მუშები გადაყავდა.

”ეს მუხანათური თავდასხმაა, რომელმაც დარტყმის ქვეშ დააყენა უდანაშაულო ადამიანები. ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ იმ დრომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე უკანასკნელი თავდამსხმელი არ მოკვდება”, - განაცხადა ბელუჯისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა სარფარაზ აჰმედ ბუგთიმ.

პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში ისლამისტები და სეპარტისტები მოქმდებენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე