ხიდაშელი: არის საშიშროება, რომ საქართელოს პარლამენტში, გადამწყვეტი ხმის უფლებით, პრორუსული ძალები მოვიდნენ

საქართველო, თბილისი - 12:42 | 22.09.2015
ნანახია: 2153

საქართველოს პარლამენტში პრორუსული ძალების უმრავლესობით მოსვლის საშიშროებაზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა BBC-ის გადაცემა "HARDtalk"-ში სტუმრობისას. როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ საქართველოს პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით.

"ვარშავის სამიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან მას ჩვენს ქვეყანაში 2016 წელს დაგეგმილი არჩევნები ემთხვევა. თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს და ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებიც ამაზე მიანიშნებენ. ეს არის დემოკრატია, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვკრძალავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და არ ვიჭერთ პოლიტიკურ ოპონენტებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე