მამუკა გორგოძე: მინდა, კარგი სახელით დავასრულო სანაკრებო კარიერა

საქართველო, თბილისი - 18:06 | 19.10.2015
ნანახია: 2752

ისეთი დონის მორაგბეები როგორიც მამუკა გორგოძეა მხოლოდ პრინციპული მატჩების დროს ითამაშებენ - ამის შესახებ გაზეთი "კვირის პალიტრა" წერს. მამუკა გორგოძე ”კვირის პალიტრისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, მისი სურვილია კარგი სახელით დაასრულოს სანაკრებო კარიერა.

 "სავარაუდოდ, ასეც იქნება და მხოლოდ შიგადაშიგ ჩამოვალ ხოლმე... ისეთ ფორმაში ვარ, არ მგონია, სამი წლის შემდეგ ნაკრებს ვეღარ გამოვადგე. თუ იმ დროს სათანადო ფორმაში ვიქნები, 2019 წლის მსოფლიო თასზე აუცილებლად ვითამაშებ. რობოტები არ ვართ, ყოველთვის კარგად რომ ვითამაშოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავალ მოედანზე, თუ 100%-ით არ ვიქნები დარწმუნებული ჩემს თავში. გულშემატკივრისგან ისეთი სიყვარული ვნახე, ამის შემდეგ არ მინდა, ვინმეს ვათქმევინო - დაბერდა და სახლში წასვლა ვერ გაიგოო! როგორც კი შევატყობ, რომ სათანადო ფორმაში აღარ ვარ, ჩემი სამშობლოს უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, ნაკრებში ვეღარ ვითამაშებ. მინდა, კარგი სახელით დავასრულო სანაკრებო კარიერა..."




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე