რას პირდება დიზაინერი თათა ვარდანაშვილი ამომრჩევლებს და რას გააკეთებს ის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ

საქართველო, თბილისი - 13:57 | 30.09.2016
ნანახია: 4311

დიზაინერი თათა ვარდანაშვილი პოლიტიკაში მიდის და წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერთვება. მისი პოლიტიკაში წასვლა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა, როგორც დიზაინერმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, დაღლილია იმ ყველაფრით, რაც ზოგადად ქვეყანაში ხდება.

როგორია მისი პოლიტიკური ხედვა და აქვს თუ არა გამარჯვების იმედი, ამ და სხვა დაპირებებზე თათა ვარდანშვილი „პრაიმნიუსჯორჯიას“ ესაუბრა:

  • პოლიტიკაში მივდივარ, პროგრესულ -დემოკრატიული მოძრაობიდან მაჟორიტარად ვიყრი კენჭს ისნის რაიონში.
  • პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ? ბევრისთვის თქვენი ეს ნაბიჯი მოულოდნელი აღმოჩნდა.
  • იმიტომ რომ დავიღალე იმ ყველაფრისგან, რაც ჩემს ირგვლივ ხდება ჩემი ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული. მინდა რომ ადამიანების ბედი სასიკეთოდ შევცვალო.
  • რას პირდებით ამომრჩეველს?
  • ამომრჩევლებს არაფერს არ ვპირდები. გარდა ერთი რეფორმისა, რომელიც დიდი ხანია უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო და საბოლოო ჯამში შეწყდა ჩემი საქმიანობა სახელობო-საგანმანათლებლო კუთხით. ამ ადამიანებს ვპირდები, რომ სადაც და როგორც მიმიწვდება ხელი, ვიბრძოლებ რომ სახელობო განათლების რეფორმა დავნერგო სკოლებში.
  • გაქვთ გამარჯვების იმედი?
  • იმედი მაქვს.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე