თამაზ ურთმელიძემ თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 19.10.2015
ნანახია: 1777

მოსამართლემ რუსთავის 2 ის საქმეზე თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილათამაზ ურთმელიძის თვითაცილების საკითხი ტელეკომპანიის ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე დააყენესმათ შუამდგომლობას რუსთავი 2-ის ეთერში გასული სიუჟეტები დაურთეს, რომელშიც მოსამართლის დედის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი.
მოპასუხე მხარემ ასევე წარადგინა იუსტიცის მინისტრის თეა წულუკიანისა და მანანა კობახიძის განცხადებები. ასევე ურთმელიძის მეუღლის, გურანდა გურგენიძის ფეისბუქზე გაკეთებული პოსტები, სადაც იგი რუსთავი 2-ის მიმართ კრიტიკულია. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ თამაზ ურთმელიძე არის მიკერძოებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე