შვეიცარიაში ფარანჯის ტარებას აკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 09:40 | 28.09.2016
ნანახია: 1718

შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ ქალის მუსლიმური დახურული სამოსის ტარების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

”ფრანს პრესის” ინფორმაციით, ფარანჯის, ბურკის, ნიქაბისა და ჩადრის აკრძალვას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, წიმააღმდეგ კი ხმა 87-მა პარლამენტარმა მისცა.

სამოსის, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, აკრძალვის ინიციატივით დეპუტატი შვეიცარიის სახალხო პარტიიდან ვალტერ ვობმანი გამოვიდა. მისი აზრით, აკრძალვა ქვეყანას დაეხმარება შეინარჩუნოს ეროვნული კულტურა და თავიდან აიცილოს რადიკალური ისლამისგან მომდინარე საფრთხე.

ვობმანი ამავე საკითხზე ქვეყენაში რეფერენდუმის გამართვასაც არ გამორიცხავს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე