ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:27 | 28.09.2016
ნანახია: 1510

 თელავივში 94 წლის ასაკში ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი გარდაიცვალა. ისრაელის პოლიტიკის ვეტერანის ჯანმრთელობა გადატანილი ინსულტის შემდეგ გაუარესდა. 13 სექტემბრიდან ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.  შიმონ პერესს ქვეყნის ტიოთქმის ყველა სახელწმიფო თანამდებობა ეკავა. ის ორი წლის განავლობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო. პერესი ასევე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა თავდაცვის, ფინანსთა, შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.  პრეზიდენტის პოსტი პერესს 2007-2014 წლებში ეკავა. 1994 წელს ის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე