სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი

საქართველო, თბილისი - 17:47 | 27.09.2016
ნანახია: 1234

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუსამძიმრა ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ ეს არის უმძიმესი დღე თანამედროვე საქართველოს  ისტორიაში, ტრაგედია, რომელმაც ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასი ათასობით ადამიანი აქცია დევნილად.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით, როგორც ერთადერთ, უალტერნატივო, გზას ქვეყნის გამთლიანების, დეოკუპაციის ისევე, როგორც აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენისა და შერიგების თვალსაზრისით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე