თიბისი ბანკის დაფინანსებით „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი იწყება

საქართველო, თბილისი - 17:35 | 27.09.2016
ნანახია: 1625

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და თიბისი ბანკის დაფინანსებით  „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი იწყება.

პროექტი პირველ ეტაპზე ნიკო ფიროსმანაშვილის ორი ნამუშევრის : „თამარ მეფის“ და „შოთა რუსთაველის“ სრულ რესტავრაციას გულისხმობს.

ნამუშევრები ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის.

 28 სექტემბერს, 14:30 საათზე, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში (ფიროსმანის ქ.28)

ეს ნამუშევრები რამდენიმე საათით დაინტერესებული საზოგადოებისთვის განთავსდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე