აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე 18 საათზე არიან დაბარებულნი

საქართველო, თბილისი - 17:33 | 27.09.2016
ნანახია: 1315

მედიით გავრცელებულ  ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა. აღნიშნული აუდიოჩანაწერებზე დაინიშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება.

ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც  აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები დაეგზავნათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს, ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს 18 საათზე არიან დაბარებულები.

სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები გაიგზავნება ყველა შესაბამის ქვეყანაში გამოძიების ინტერესების მიხედვით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე