თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისათვის გზის სავალი ნაწილი გამოიყო

საქართველო, თბილისი - 14:24 | 27.09.2016
ნანახია: 1416

კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. ,,ბასლეინები’’ (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის-”Bus Lane”)  დაიხაზა.

საგზაო მონიშვნები ყვითელ ფერში შესრულდა და ზოლში გაკეთდა წარწერები ”Bus Lane“. გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში “Bus Lane”-ები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. უშუალოდ “Bus Lane”-ში  მოძრაობა მათთვის აკრძალულია.

ტრანსპორტის სამსახურმა თბილისში ”Bus Lane-ის“ დახაზვა ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვიტა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტად უსაფრთხოდ და სწრაფად  იმოძრავებს.

”Bus Lane-ის“ დახაზვა აღმაშენებლის გამზირზეც იგეგმება. აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით, კომპანია „მოტ მაკდონალდი“ თბილისში ”Bus Lane-ის“ მოწყობის შესაძლებლობებს იკვლევს. ტრანსპორტის სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფას მთელი ქალაქის მასშტაბით გეგმავს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე