ბაღდადში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 27.09.2016
ნანახია: 1578

ერაყის დედაქალაქში აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. დაშავებულია 30 ადამიანი.

”როიტერის” ინფორმაციით, თვითმკვლელმა-ტერორისტმა   ქამარზე დამონტაჟებული ბომბი აიფეთქა. აფეთქება შიიტებით დასახლებულ რაიონში მოხდა.

ამ მომენტისთვია ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

Al Sumaria-ს ინფორმაციით, ბაღდადის სამხრეთ ნაწილში მეორე აფეთქება მოხდა. არის მსხვერპლი.

ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” ქმედებების გამო დაძაბული ვითარებაა. ივლისის დასაწყისში ტერორისტებმა ბაღდადში მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, რომელსაც 324 ადამიანი ემსხვერპლა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე