ავღანეთში საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრები დააჯილდოვეს

საქართველო, თბილისი - 11:51 | 27.09.2016
ნანახია: 1805

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლობის ოფისის წევრთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გაეროს მხარდაჭერის მისიის (UNAMA) უფროსმა სამხედრო მრჩეველმა და ამჟამად უკვე საქართელოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ სამხედრო წარმომადგენლობის ოფისის წევრებს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

დაჯილდოვდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებიც გიორგი თუხარელი და ლევან დგებუაძე. ავღანეთში საქართელოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისი 2013 წლიდან მუდმივად ფუნქციონირებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრების მთავარ საქმიანობას ავღანეთში ქართული კონტიგენტის საინფორმაციო მხარდაჭერა წარმოადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე