გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი და ერთმანეთისკენ მიმართული ემოციის შედეგი იქნება

საქართველო, თბილისი - 11:19 | 27.09.2016
ნანახია: 1185

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ყოველ წელს, ამ ტრაგიკულ დღეს, პატივს მივაგებთ ამ ძმათამკვლელი ომის მსხვერპლს, იმ ადამიანებს, ვინც დაიღუპა ამ ტრაგიკულ ომში.

ვმუშაობთ იმისათვის, რომ ერთიანი და ძლიერი საქართველო შეიქმნას.

ჩვენი ქვეყნის გაერთიანება  მშვიდობიანი და ერთმანეთისკენ მიმართული ემოციისა და მუშაობის  შედეგი იქნება.

ჩვენ, ასევე, დღეს დავაჯილდოვეთ 28 ადამიანი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე