საქართველოს გადასაღები ლოკაციების პრომო ვიდეო კინოკომისიების საერთაშორისო ასოციაციის სინეპოზიუმზე დააჯილდოვეს

საქართველო, თბილისი - 13:21 | 26.09.2016
ნანახია: 1771

22-24 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში, კინოკომისიების საერთაშორისო ასოციაციის სინეპოზიუმი გაიმართა, რომელსაც აშშ-ს ყველა შტატისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კინოკომისიონერი ესწრებოდა. სინეპოზიუმის მთავარი მიზანია ჰოლივუდური კინოწარმოების მოზიდვა და კინოგადაღებების ხელშეწყობს გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიებაზე კონკურსის Best Creativity Award შედეგებიც შეაჯამეს და გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში - Best Video Reel გამარჯვებული საქართველო გახდა. საქართველოს შესახებ გადაღებული პრომო ვიდეო საუკეთესოდ აღიარეს.
სერთიფიკატი საქართველოს კინოკომისიონერს და ეროვნული კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დავით ვაშაძეს გადაეცა, რომელიც ასევე ესწრებოდა სინეპოზიუმს.
2016 წლის 2 აგვისტოს კინოკომისიების საერთაშორისო ასოციაციამ (AFCI) საუკეთესო გადასაღები ლოკაციების პრომო ვიდეოს გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსში 18 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც.
ხმის მიცემა რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, 19 აგვისტოს კი გამარჯვებული 423 ხმით საქართველო გახდა.
პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ქეშ რიბეითის სისტემის დანერგვამ, რომელიც ფილმწარმოებლებს საქართველოში გაწეული კვალიფიციური ხარჯის 20-დან 25 %-მდე უკან დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს, უცხოელი კინემატოგრაფისტების მხრიდან საქართველოს გადასაღები ლოკაციების მიმართ ინტერესი გაზარდა. პროგრამას ეროვნული კინოცენტრი მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე