შს სამინისტრო 8 ოქტომბერს ქუჩაში პოლიციელების რაოდენობას გაზრდის

საქართველო, თბილისი - 12:06 | 26.09.2016
ნანახია: 1652

არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნო უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. 

„იმისთვის, რომ მოგვიანებით არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნო უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე. ჩვენ განვახორციელებთ უფრო აქტიურ პატრულირებას. რეაგირება იქნება მკაცრი. არ დავუშვებთ არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობას. ძალადობის ნებისმიერი გამოვლენის დაუყოვნებლივ აღკვეთა მოხდება. გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ყველა ინსტრუმენტს, რათა თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ფიზიკური დაპირისპირება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის,” - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე